ინტერი ბარსელონას ლაუტარო მარტინესისათვის დიდი ოდენობის თანხის გადახდას სთხოვს

სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს.

ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად “ბარსელონა”, რომელიც ლაუტარო მარტინესის შეძენითაა დაინტერესებული იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თავის მხრივ “ინტერის” მესვეურებმა კატალონიელებს საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვეს არგენტინელის სანაცვლოდ – ეს გახლავთ 85 მილიონი ევრო და ჟუნიორ ფირპო.

22 წლის არგენტინელი იტალიურ კლუბს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა, მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლდათ.

მარტინესმა “ინტერის” შემადგენლობაში 67 შეხვედრა ჩაატარა, ამ პერიოდის განმავლობაში მან 25 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

(1165)

ინტერი ბარსელონას ლაუტარო მარტინესისათვის დიდი ოდენობის თანხის გადახდას სთხოვს

სტატიის ავტორი
-