Belive

ინტერი ერიქსენს კონტრაქტს უწყვეტს - მისთვის ბრძოლაში აიაქსი ერთვება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ის ცნობით, "ინტერი" დანიელ ფეხბურთელ - კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და ეს დიდი ალბათობით იანვარში მოხდება. როგორც ცნობილი ხდება, "ინტერი" მზად არის გაისაუბროს დანიელ ფეხბურთელთან და მოლაპარაკებები შედგეს კონტრაქტის ორმხრივ გაწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან მილანურმა კლუბმა ერიქსენის შემცვლელად თურქი - ჰაკან ჩალჰანოღლუ მიიყვანეს და დანიელი ფეხბურთელისთვის ზედმეტი ფულის ხდას აღარ აპირებენ, ამ ყველაფერს კი ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში ემატება. ასე და ამგვარად, ერიქსენი იანვარში სავარაუდოდ თავისუფალი აგენტი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენი მზად არის დაბრუნდეს მის სამშობლოში, კერძოდ კი "ოდენსეში", თუმცა მეორე ვარაუდით, დანიელს ასევე სურს მის ყოფილ კლუბ - "აიაქსში" თამაში. შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი "ინტერში" 2020 წლიდან ირიცხება და 43 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.  

სხვა სტატიები