Belive

ინტერი ლაუტარო მარტინესთან მოლაპარაკებებს განაახლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლაუტარო მარტინესის ირგვლივ საკმაოდ დიდხნიანი სატრანსფერო აჟიოტაჟის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი იტალიურმა კლუბმა შეინარჩუნა. ახლახანს "ინტერმა" ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება განაახლა. იტალიელების მთავარი სურვილი ლაუტარო მარტინესის გუნდში უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაა იტყობინება Calcio Mercato. 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წელს იწურება, თუმცა "ნერაძურის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ლაუტარო მარტინესი ახალ გუნდში გადასვლას არ დათანხმდება, შესაბამისად სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ გუნდში ამ მხრივ მომუშავე სპეციალისტები. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამზინე იყო, თუმცა იტალიელებმა ესპანელები უარით გაისტუმრეს.

სხვა სტატიები