Belive

"ინტერი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, "ტოტენჰემის" თავგადასავალი, "ინტერის" წინააღმდეგ გასვლაზე გასამართი მატჩით იწყება. 18 სექტემბერს, 23:00 საათზე, "ჯუზეპე მეაცაზე", ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება. 6 წლიანი პაუზის შემდეგ, "ინტერი" ელიტაში დაბრუნდა. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულ "ინტერს", სწორედ რომ "ტოტენჰემთან" მოუწევს ბრძოლა, რადგანაც "ბარსელონა" ქვეჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება. B-ჯგუფის სასტარტო შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს ის ფაქტი, რომ "ნერაძურის" 2008/09 წლების სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, გამარჯვება არასდროს მოუპოვებია. "ტოტენჰემმა" კი იტალიური კლუბების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 4 გასვლითი შეხვედრიდან - 3 ფრედ დაასრულა, 1-ში კი მარცხი იწვნია. იტალიური და ინგლისური გრანდები ("ინტერი" - "ტოტენჰემი") ევროსარბიელზე უკანასკნელად, 2010/11 (ჩემპიონთა ლიგა) და 2012/13 (ევროპა ლიგა) წლებში დაუპირისპირდნენ. 2 მატჩი "ინტერის", 2 კი "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და გუნდებმა თავი გახსნილი, შემტევი ფეხბურთით გამოიჩინეს. ინგლისური კლუბების წინააღმდეგ, "ინტერი" უპირატესობით სარგებლობს. საკუთარ მოედანზე გამართული 15 შეხვედრიდან, "ნერაძურიმ" 10 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. საპირისპიროდ, უკანასკნელი გამარჯვება, რომელიც "ტოტენჰემმა" ევროსარბიელზე იტალიური კლუბების წინააღმდეგ, გასვლით შეხვედრაში მოიპოვა 2010/11 წლებით თარიღდება. უკანასკნელად, "ზედებმა" "ინტერის" ვიზავი "მილანი" დაამარცხეს მინიმალური სხვაობით (1:0).

სხვა სტატიები