Belive

ინტერის აღმასრულებელი დირექტორი: "გვაქვს ოპტიმიზმი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟუზეპე მაროტამ დანიის ნაკრების სამედიცინო პერსონალთან კონტაქტის შემდეგ განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა დამაიმედებელია. როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ფინეთთან მატჩის 43-ე წუთზე მოედანზე უგონოდ დაეცა.
"გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი," - თქვა მაროტამ Sky Sports-თან საუბარში.
უახლესი ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი ჰოსპიტალიზირებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა სტატიები