ინტერის გადასარჩენად იკარდიმ მსხვერპლი გაიღო

მაურო იკარდი მზადაა “ინტერთან” განახლებული კონტრაქტი გააფორმოს, რომლის თანახმადაც გაცილებით დაბალი ანაზღაურება ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას, La Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

იმისათვის, რომ “ინტერმა” UEFA-ს ფინანსური ფეირ-პლეის პრინციპი არ დაარღვიოს, მილანურმა გრანდმა ფინანსური ხარჯები მკვეთრად უნდა შეამციროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “როსონერის” ხელმძღვანელებმა იკარდის, ხელფასის 8 მილიონიდან 6.3 მილიონ ევრომდე შემცირებაძე თანხმობა სთხოვეს. წყაროს მტკიცებით, მაურო იკარდიმ ხელფასის შემცირებაზე სიტყვიერი თანხმობა უკვე განაცხადა.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, არგენტინელ ვარსკვლავს “ინტერთან” კიდევ 3 წელი აკავშირებს.

(407)

ინტერის გადასარჩენად იკარდიმ მსხვერპლი გაიღო

სტატიის ავტორი
-