Belive

ინტერის მეკარე, რომელსაც 6 წელიწადია არ უთამაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტომაზო ბერნი - ეს სახელი და გვარი არავის არ ეცნობა, რადგან მას 6 წელია მის კლუბში "ინტერში" არ უთამაშია. ტომაზო ბერნი 2014 წლიდან მილანის "ინტერში" ირიცხება და სათადარიგო მეკარეა, თუმცა მას ზედიზედ 6 წელია ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. საინტერესოა, რომ 37 წლის იტალიელ მეკარეს 2 წითელი ბარათი აქვს 2019/20 წლების სეზონში მიღებული - მიზეზი სათადარიგო სკამიდან შეძახილები, ჩხუბი და მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გახდა. მეკარე, რომელიც მოედანზე თითქმის არასოდეს გამოდის, წელიწადში €200,000-ს გამოიმუშავებს - გუნდში მისი ფუნქციიდან გამომდინარე, სულაც ვერ ვიტყვით, რომ ტომაზოს ცუდი ანაზღაურება აქვს. 37 წლის ტომაზოს "ინტერთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურება და საინტერესოა, გადაწყვეტს თუ არა მილანური გუნდის ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
EbrYBtNXkAAIFh5

სხვა სტატიები