ინტერის ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველები, რაჯა ნაინგოლანი და რობერტო გალიარდინი, კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მილანური კლუბი ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი იზოლაციაშია გადაყვანილი.

ნაინგოლანისა და გალიარდინის გარდა, COVID-19-ით დაინფიცირებულთა სიაში კიდევ ორი “ინტერის” ფეხბურთელი, მილან შკრინიარი და ალესანდრო ბასტონი არიან.

შეგახსენებთ, მომდევნო შეხვედრაში “ინტერი” თანაქალაქელ “მილანს” დაუპირისპირდება – მატჩი 17 ოქტომბერს, 20:00-ზე გაიმართება.

 

(329)

ინტერის ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-