Belive

ინტერის პრეზიდენტი: "იკარდის იუვენტუსში არ გავუშვებთ!"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერის" პრეზიდენტის, სტივენ ჟანგის განცხადებით, მაურო იკარდის "იუვენტუსში" გადასვლა გამორიცხულია. "ამ საკითხზე საუბრები ხშირად მიმდინარეობს და დროა საბოლოო პასუხი ყველამ იცოდეს - იკარდი "იუვენტუსში" არ გადავა, ამისი არანაირი შანსი არ არსებობს," განაცხადა მან. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "ინტერის" ფილოსოფია გუნდურ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული და რომ წარმატებას არა ერთი ფეხბურთელი, არამედ 11-კაციანი გუნდი აღწევს.

ასევე იხილეთ: იკარდის ემოციური განცხადება კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის შემდეგ

სხვა სტატიები