Belive

ინტერისა და თურქეთის ნაკრების ლეგენდა Uber-ის მძღოლად მუშაობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

90-იან და 2000-იან წლებში, ჰაკან შუქური თურქული ფეხბურთის საკულტო ფიგურა გახლდათ. სამშობლოში, პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვის შემდეგ, შუქური იძულებული გახდა თურქეთი დაეტოვებინა და ახლა Uber-ის მძღოლად მუშაობს. "ბლექბერნ როვერსის", "ინტერისა" და "გალათასარაის" ყოფილმა შემტევმა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა. უკანასკნელად შუქურმა "გალათასარაის" მაისური მოირგო და დღემდე თურქული კლუბის ლეგენდად ითვლება. 2011 წელს ფეხბურთელმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო - შუქური თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი გახდა, თუმცა 2015 წელს თანამდებობა დატოვა, 2017 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გერმანულ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში, ჰაკან შუქური აღნიშნავს, რომ თავის გადასარჩენად იძულებულია Uber-ის მძღოლად იმუშაოს.

"არაფერი გამაჩნია, ყველაფერი ერდოღანმა წამართვა - ჩემი დამოუკიდებლობა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და მუშაობის უფლება. ვერავინ შეძლებს ამიხსნას, თუ რაში მდგომარეობს ჩემი დანაშაული, ან რა კავშირი მქონდა ამბოხთან. არასდროს ჩამიდენია კანონდარღვევა. ყველამ იცის, რომ ტერორისტი და მოღალატე არ ვარ. ერდოღანთან უთანხმოების შემდეგ, მუქარის შემცველ წერილებს ვიღებდი. ჩემი ცოლის მაღაზია დაარბიეს, შვილები დაამცირეს, მამა დაიჭირეს და ჩემი ქონების კონფისკაცია მოახდინეს". "აღნიშნულიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე. თავდაპირველად კალიფორნიაში პატარა კაფე გავხსენი. უამრავი უცნაური პირის სტუმრობისა და დაძაბულობის გამო, იძულებული გავხდი კაფე დამეხურა - ახლა Uber-ის მძღოლად ვმუშაობ და წიგნებს ვყიდი", - აღნიშნა ჰაკან შუკურმა.

სხვა სტატიები