Belive

ინტერმა ჰენრიხ მხითარიანი გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომხეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, ჰენრიხ მხითარიანი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. ინფორმაციას "ნერაძურის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 33 წლის ფეხბურთელი მილანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხითარიანი ბოლოს "რომაში" თამაშობდა, სადაც სულ სამი წელი გაატარა. გასულ სეზონში სომეხმა ნახევარმცველმა დედაქალაქური გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. "ინტერმა" გუშინ თავისუფალი აგენტის სტატუსით ანდრე ონანაც გაიფორმა, გარდა ამისა, მილანელებმა "ლაციოდან" ხოაკინ კორეა გამოისყიდეს, "ჩელსიდან" კი რომელუ ლუკაკუ ინათხოვრეს.


სხვა სტატიები