Belive

ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს ლუკაკუს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" რომელუ ლუკაკუს შეძენას აქტიურად გეგმავს. წყაროს მტკიცებით, "ნერაძურის" წარმომადგენლებმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკაკუს თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართეს. "ინტერის" მესვეურები მზად არიან ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ მანჩესტერში ვიზიტი უკვე დაადასტურა. "ლუკაკუს თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს შევხვდით. ეს იყო ოფიციალური შეხვედრა ორი კლუბის წარმომადგენლებს შორის. ველოდებით მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა პიერო აუსილიომ.

სხვა სტატიები