Belive

ინტერმა პლზენი დაამარცხა | ბარსელონამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "პლზენს" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 4:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით იტალიელებმა 1/8 ფინალში ადგილი გაინაღდეს და ჯგუფიდან "ბაიერნთან" ერთად გავიდნენ.

"ინტერის" გამარჯვებამ "ბარსელონას" ცუდი საქმე გაუკეთა, რადგან კატალონიელები ჯგუფში ჩარჩნენ. ხავის გუნდი მეორეადგილოსან "ინტერს" სამი ქულით ჩამორჩებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ, თუნდაც მათ "ბაიერნთან" მოეგოთ, თუ "ნერაძური" "პლზენს" დაამარცხებდა, კატალონიელები ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევდნენ. ასეც მოხდა და "ბარსელონამ" ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანა" ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. სხვათაშორის, ეს იქნება ზედიზედ მეორე წელი, როცა "ბარსელონა" ჯგუფიდან ვერ გადის და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე აგრძელებს. შარშან, რანგით მეორე საკლუბო ტურნირს ესპანელები 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ, სადაც "აინტრახტთან" ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები