Belive

ინტერმა ტოტენჰემს ერიქსენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერი" შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ნერაძურის" განსაკუთრებით არ უაქტიურია, მაგრამ იანვრის ბოლომდე ორ დიდ შენაძენს გვპირდება. ანტონიო კონტეს სერია A-ში და ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშეებით სურს. ალექსის სანჩესის და რომელუ ლუკაკუს შემდეგ, იტალიელების პრიორიტეტი ოლივიე ჟირუ და კრისტიან ერიქსენია. დანიელი ნახევარმცველის თაობაზე "ინტერმა" "ტოტენჰემს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა, რაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ ოფიციალურად დაადასტურა. "ჩვენ ერიქსენის შესახებ ოფიციალური წინადადებით მივმართეთ და ახლა პასუხს ველოდებით. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, დაჯდომა და დალოდებაა. კრისტიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება. ერიქსენის ჩვენს მხარეს გადმობირება რთული იქნება, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ",-თქვა აუსილიომ. ერიქსენი ლონდონურ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს, მან შარშან უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები