საქართველო-ბელარუსის მატჩის ყველა ონლაინ-ბილეთი გაიყიდა!

საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ის ბილეთი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე სრულად გაიყიდა.

ბილეთების ინტერნეტ-პორტალის tkt.ge-ს ინფორმაციით, ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის ყველა ბილეთი მომხმარებელმა შეიძინა.

გარდა ინტერნეტისა, გულშემატკივარს ბილეთების შეძენა 23 თებერვლიდან “დინამო არენას” სალაროებშიც შეუძლია, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მიერ წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციით ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 5, 10, 15 და 20 ლარია.

ბილეთების გაყიდვა სულ რაღაც 11 დღის წინ დაიწყო. საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალური დაპირისპირება 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-ბელარუსის მატჩის ყველა ონლაინ-ბილეთი გაიყიდა! 1

(409)

საქართველო-ბელარუსის მატჩის ყველა ონლაინ-ბილეთი გაიყიდა!

სტატიის ავტორი
-