Belive

ინციდენტი საფრანგეთში - მარსელის გულშემატკივრებმა კლუბის წარუმატებელი სერიის გამო არეულობა მოაწყეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მარსელის" გულშემატკივრებმა კლუბის 4-მატჩიანი წარუმატებელი სერიის გამო არეულობა მოაწყეს. ყველა ტურნირზე ერთად აღებული "მარსელი" ზედიზედ 4 მატჩია, რაც მარცხდება. როგორც ჩანს კლუბის გულშემატკივრებისთვის ასეთი ცუდი სერია ძალიან მიუღებელი გამოდგა, რასაც პროტესტი, ქუჩაში გამოსვლა და არეულობა მოჰყვა. გამართული საპროტესტო აქციის დროს გულშემტკივრებმა ცეცხლი მოუკიდეს ხეებს, გარდა ამისა, გუნდის სავარჯიშო ბაზაზე შეღწევა სცადეს. დილიდან მოყოლებული გულშემატკივრებმა ქალაქში გამოსვლები დაიწყეს ბანერებით, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ გუნდის ცუდი შედეგების და კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ.
 
მოგვიანებით დაახლოებით 200 გულშემატკივარი გუნდის სავარჯიშო მოედანზე შეჭრას შეეცადა. გულშემატკივრებმა პროტესტი ხეების გადაწვით და პეტარდების აფეთქებით გამოხატეს.
 
საფრანგეთის ჩემპიონატში "მარსელი" 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 32 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები