Belive

იოჰან ბოსკამპმა ფეიენოორდისა და დინამო თბილისის მომავალი დაპირისპირება შეაფასა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, "დინამო თბილისის" ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იოჰან ბოსკამპმა მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ფეიენოორდს" კარგი პერიოდი არ უდგას, თუმცა თბილისური ბარიერის გადალახვა შეიძლება.
"თბილისში 6 თვე ვიმუშავე და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო. ქართველები ფანტასტიკური ხალხია. საქართველოში დინამო თბილისი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული გუნდია. კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებს კრებდა და დინამოში მიჰყავდა. ფეიენოორდს ახლა კარგი პერიოდი არ უდგას. ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან. დინამოსთან თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა სავსებით შესაძლებელია" - განაცხადა ბოსკამპმა.
იოჰან ბოსკამპი "დინამო თბილისს" 1999 წელს წვრთნიდა. ამავე წელს ის მცირე ხნით საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა როტერდამში "დე კუიპზე" 8 აგვისტოს გაიმართება. საპასუხო მატჩი კი თბილისში, "დინამო არენაზე" 15 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები