Belive

იოჰან კრუიფის სახალისო ისტორია რომარიოზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ჰოლანდიელი  ფეხბურთელი - იოჰან კრუიფი, რომარიოზე ძალიან სახალისო ამბავს იხსენებდა: "ერთხელ რომარიომ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მას ვარჯიში გაეცდინა, რადგან მას მშობლიურ ბრაზილიაში კარნავალზე დასწრება სურდა, მე კი მას ვუპასუხე: <<თუკი შენ შემდეგ თამაშზე 2 გოლს გაიტან ნებას დაგრთავ, რომ წახვიდე.>> რომარიომ რეალს 2 გოლი 20 წუთში გაუტანა, თავი შემაცვლევინა და მითხრა: << მწვრთნელო, ჩემი თვითმფრინავი 1 საათში გადის>>.
დღეს, 29 იანვარს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის - რომარიოს დაბადების დღეა. ასევე: გავიხსენოთ რომარიოს საოცარი გოლი მადრიდის რეალის კარში.    

სხვა სტატიები