Belive

იოზილი: "ბარსელონაში თამაში მინდოდა, მაგრამ გვარდიოლას არ დაურეკავს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ათიანმა მესუთ იოზილმა თქვა, რომ "ბარსელონაში" თამაში სურდა, თუმცა პეპ გვარდიოლას მისთვის არასდროს დაურეკავს. "2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემი შეძენა მადრიდის "რეალს", "ბაიერნს" და "ბარსელონას" სურდათ. ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო, რადგან ის ჩემი ფავორიტი კლუბი იყო. არცერთ სხვა გუნდს მათზე უკეთესი ფეხბურთი არ უთამაშია. იმედი მქონდა, რომ კარიერას სწორედ ამ გუნდში გავაგრძელებდი, მაგრამ პეპ გვარდიოლას ჩემთვის არასდროს დაურეკავს და არ უთქვამს რომ მოვწონდი. ვფიქრობ, პეპს არ ვაინტერესებდი. მისმა ქმედებებმა ეჭვი გამიჩინა, "ბარსაში" კი მითხრეს, რომ ის უბრალოდ შვებულებაში იყო. საპირისპიროდ, ჟოზე მოურინიოსგან პრინციპული სურვილი ვიგრძენი და "სამეფო კლუბიც" ამიტომ ავირჩიე",-თქვა "მეთოფეების" გერმანელმა ნახევრმცველმა. იოზილმა "ბლანკოსების" 10-ნომრიანი მაისურით 3 წელი ითამაშა, 159 მატჩში 27 გოლი გაიტანა, კარიერაში ყველაზე მეტი - 80 საგოლე გადაცემა გააკეთა და ესპანეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები