Belive

იოზილი და კოლაშინაცი არსენალის ვარჯიშს დაუბრუნდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე კვირის წინ სეად კოლაშინაცმა მესუთ იოზილის ავტომობილი მძარცველებისგან იხსნა. დაპირისპირების ამსახველი კადრები ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ ფაქტის შემდეგ კოლაშინაცი და იოზილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, ასევე ისინი თითქმის ყოველდღიურად პოლიციასთან თანამშრომბლობდნენ და ამ ფაქტის გამო მათ პრემიერ ლიგის 1 ტურის მატჩი გამოტოვეს. დღეს კი მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და უნდა ვივარაუდოდ, რომ ისინი პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩში საკუთარ კლუბს "ბარნლის" წინააღმდეგ დაეხმარებიან.

სხვა სტატიები