Belive

იოზილი კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ 8 მილიონს შეელევა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველს მესუთ იოზილს კლუბის დატოვება იმდენად სურს, რომ მზადაა სანაცვლოდ კუთვნილ ანაზღაურებასაც შეელიოს. გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში სრულდება, იქამდე კი მან კლუბის მხრიდან 7.8 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. 32 წლის ფეხბურთელი ამ თანხის მიღებაზე უარს აცხადებს, სანაცვლოდ კი ითხოვს, რომ კლუბმა მას "ფენერბახშეში" გადასვლის ნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსვე მისცეს. რამდენიმე დღის წინ, ლონდონელთა გამთამაშებელმა თქვა, რომ ის თურქეთში "ფენერს" ქომაგობს, მისმა აგენტმა კი დაადასტურა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იოზილი "ემირეიტსზე" 2013 წლის 2 სექტემბერს, მადრიდის "რეალიდან" გადაბარგდა და მას შემდეგ, 254 შეხვედრაში 44 გოლის გატანა და 77 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი ხელფასი ყოველკვირეულად 395 ათასი ევროა, თუმცა მას 2020 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია. "არსენალთან" ერთად ბოლო დეკადის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა 4-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 2-ჯერ კი სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები