Belive

იოზილი რუნის კვალდაკვალ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მესუთ იოზილის კოშმარი "არსენალში" დასასრულს უახლოვდება. 2018 წელს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. პოსტ ვენგერისეულ "არსენალში" იოზილის ადგილი აღარაა - მიუხედავად ამისა, იგი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. მიკელ არტეტამ მტკიცედ მიანიშნა, რომ იოზილი მის ფავორიტთა შორის არაა და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იგი ლონდონურ კლუბს დატოვებს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იოზილს დრო უქმად არ დაუკარგავს და უკვე იპოვა ახალი კლუბი. წყაროს მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იოზილი თავისუფალი აგენტის სტატუსით MLS-ში გადაბარგდება. არაერთი გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება, იოზილის მომდევნო კლუბად "დისი იუნაიტედს" ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოზილსა და "დისი იუნაიტედის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს MLS-ის ბინადარი კლუბი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს. შეგახსენებთ, 2018 წელს, "დისი იუნაიტედმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი უეინ რუნი გაიფორმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იოზილის სამსახურით "ფენერბახჩე" ინტერესდება. თურქული კლუბი მზადაა იოზილს 3.5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

სხვა სტატიები