Belive

იოზილის ინიციატივა - გერმანელი არსენალის თილისმას ხელფასს გადაუხდის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, "არსენალმა" კლუბის თილისმა გაათავისუფლა. მასკოტი, რომელიც "მეთოფეებს" 27 წლის წინ, ანუ გუნდში არსენ ვენგერის მისვლამდე შეუერთდა, სამსახურის გარეშე დარჩა. აღნიშნული ფაქტით შეწუხებულმა იოზილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მასკოტის ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან იქამდე გადაიხადოს, სანამ მესუთი "არსენალის" ფეხბურთელი იქნება.
"დამწუხრებული ვარ, რომ მასკოტი, რომელიც 27 წელი გვამხნევებდა, გაათავისუფლეს. მზად ვარ, რომ მისი ხელფასი გადავიხადო, სანამ "არსენალის" ფეხბურთელი ვიქნები," - თქვა იოზილმა.

სხვა სტატიები