Belive

იქ, საიდანაც ვარსკვლავად იქცა - 23 წლის გარეთ ბეილი კარიერის პიკში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინტერნეტ-სივრცეში გარეთ ბეილის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ის მხოლოდ 23 წლისაა და უმაღლესი კლასის თამაშს აჩვენებს. 2012/13 წლების სეზონში ბეილი "ტოტენჰემის" მაისურს ირგებდა. ის "დეზებს" 2007 წელს, "საუთჰემპტონიდან" როგორც ფლანგის მცველი ისე შეუერთდა, მოგვიანებით კი უელსელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი გახდა. ბეილი "ტოტენჰემს" პრემიერლიგაში მეხუთე ადგილის დაკავებაში დაეხმარა და ყველა ტურნირზე 26 გოლის გატანა მოახერხა. მაშინ ბეილი უეფას წლის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა, ხოლო ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მიერ სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარა. 31 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი 2020 წლის ზაფხულიდან იმ კლუბში დაბრუნდა, რომელშიც ეს სტატუსი მოირგო, თუმცა ტრავმებისა და არასასურველი სათამაშო ფორმის გამო, საკმარისი დრო ჯერ ვერ მიიღო. ჟოზე მოურინიო მას 20/21 წლების სეზონში 12-ჯერ ენდო, სადაც ბეილმა 3 ბურთის შეგდება მოახერხა.  

სხვა სტატიები