Belive

იყო თუ არა ბრაიტვეიტზე პენალტი? - ესპანელი მსაჯების შეფასებები

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალისა'' და კატალონიის ,,ბარსელონას'' შეხვედრაში მარტინ ბრაიტვეიტის წაქცევისთვის არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს, ორი ესპანელი მსაჯი - ანდუხარ ოლივერი და იტურალდე გონსალესი, გამოეხმაურა. ოლივერის თქმით, ზემოაღნიშნულ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. გონსალესი კი მიიჩნევს, რომ ფერლან მენდიმ თამაშის წესები დააღვია:
,,თერთმეტმეტრიანია... ფეხბურთელმა სირბილისას წონასწორობა დაკარგა. ამ ეპიზოდში ის ბალანსს კარგავს, ერთი მიმართულებით მოძრაობს, მეტოქე კი ხელით იჭერს.''
ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. გუშინდელი მატჩის მთავარი მსაჯი ხესუს ხილ მანსანო იყო.

სხვა სტატიები