Belive

"იქნებ, მოურინიო ექიმია?"- გვარდიოლა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემი" და პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" შეხვდებიან. ამ ორი სპეციალისტის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი პრინციპული მეტოქეობის გამო. განსაკუთრებული დაძაბულობა პეპსა და ჟოზეს შორის მათი ესპანეთში მუშაობის პერიოდში იგრძნობოდა, როცა გვარდიოლა "ბარსელონას", ხოლო მოურინიო "რეალის" მთავარი მწვრთნელი იყო. რასაკვირველია, "ელ კლასიკოს" დაძაბულობა არასდროს აკლდა, მაგრამ ამ ორი გამორჩეული სპეციალისტის დაპირისპირება შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენდა. როგორც ჩანს, დაძაბულობის გარეშე არც 21 ნოემბერს გასამართი შეხვედრა ჩაივლის. გვარდიოლასა და მოურინიოს შორის დაპირისპირების საბაბი ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები გახდნენ. მოურინიოს განცხადებით, ზოგიერთი მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს ნაკრების შემადგენლობაში თამაშს არ ურჩევს. მან რაჰიმ სტერლინგის მაგალითი მოიყვანა, რომელიც სავარაუდოდ მოახერხებს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაშს. "მე გავეცანი საუთგეითის განცხადებას, რომ ზოგიერთი მწვრთნელი ზეწოლას ახორციელებს მოთამაშეებზე და არწმუნებს მათ, რომ ნაკრებში არ ითამაშონ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაჰიმ სტერლინგი ხვალ ითამაშებს". მოურინიოს მხედველობაში ჰქონდა, რომ სტერლინგი, რომელმაც ინგლისის ნაკრების შეხვედრები გამოტოვა, 21 ნოემბერს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს. სტრელინგმა ინგლისის ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო ტრავმა, რის გამოც ბელგიასთან და ისლანდიასთან გამართული შეხვედრები გამოტოვა. პეპ გვარდიოლამ პორტუგალიელ სპეციალისტს ინგლისის ეროვნული ნაკრების და ''მანჩესტერ სიტის" ექიმებთან შეხვედრა ურჩია და დაამატა "იქნებ, თავად ჟოზეც ექიმია?-არ ვიცი". "ექიმები იმიტომ ვახსენე, რომ მან ბრალი დაგვდო იმაში, რაც არ გაგვიკეთებია. ასე რომ, უმჯობესია ამ საკითხზე ექიმებს გაესაუბროს",- ამბობს გვარდიოლა მოურინიოზე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.          

სხვა სტატიები