Belive

ირაკლი აზაროვი ან იუვენტუსის მცველი - თურქული კლუბი არჩევანის წინაშე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თურქული მედიის ინფორმაციით, "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი შესაძლოა "ტრაბზონსპორის" ფეხბურთელი გახდეს. karadenizgazete.com.tr-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თურქეთის სუპერლიგის ბინადარმა კლუბმა საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერისგან 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის შეძენასთან დაკავშირებით უარი მიიღო, ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ და ამ თემაზე მომავალშიც ისაუბრებენ. ასევე, აღნიშნული წყაროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ შოთა და არჩილ არველაძეების, გიორგი ნემსაძეს და სხვა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების ყოფილი კლუბი საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის გარდა, ინტერესს მის პოზიციაზე მოთამაშე ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელს, ლუკა პელეგრინის მიმართაც იჩენენ. ეს 22 წლის იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც "რომას" აღზრდილია, და 2019 წლის 19 აგვისტოს "ბებერმა ქალბატონმა" 22 მილიონ ევროდ შეიძინა, მას მერე კი რამდენიმე იტალიურ კლუბში იყო განათოხვრებული. მიმდინარე სეზონის სტარტიდან პელეგრინი "ზებრებს" დაუბრუნდა და სერია A-ში ერთ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ირაკლი აზაროვი "დინამო თბილისის" აღზრდილია და "დინამო ბათუმს" მიმდინარე სეზონის წინ, 2021 წლის ზამთარში, ჩვენი ინფორმაციით, 80 000 ლარად შეუერთდა. მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი საკმაოდ ეფექტურად წარმოაჩინა, ეროვნულ ლიგაში სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა, აჭარული კლუბის მაისურით 32 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას 2021 წელს საქართველოს ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა და 3 შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღო. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt.com-ის მონაცემებით, 650 000 ევროთი განისაზღვრება და ამ კუთხით იგი საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზეა. მას "დინამო ბათუმთან" კონტრაქტი 2022 წლის 31 ოქტომბერს უსრულდება.

სხვა სტატიები