Belive

ირაკლი აზაროვი ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი კარიერას ,,ცრვენა ზვეზდაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას სერბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ტრანსფერის ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც Transfermarkt-ი წერს, ,,ცრვენა ზვეზდამ'' ქართველ ფეხბურთელში 300 ათასი ევრო გადაიხადა და მცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ირაკლი აზაროვი ,,დინამო თბილისის'' აღზრდილია, ბოლო ორი სეზონი კი ,,დინამო ბათუმში'' გაატარა, სადაც ჩატარებულ 65 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,ცრვენა ზვეზდა'' სერბეთის სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ აქვს მოგებული. დეიან სტანკოვიჩის გუნდი მომავალ შეხვედრას 9 აგვისტოს, ,,პიუნიკთან'' სტუმრად გამართავს.


სხვა სტატიები