Belive

ირაკლი აზაროვით ლიგა 1-ის გუნდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმის" ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის გადაბირებით კიდევ ერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ფრანგული "ბორდო" 400 ათას ევროს იხდის. შეგახსენებთ, რომ აზაროვის ტრანსფერი ბელგიურ "ბრიუგეს", ხორვატიის ჩემპიონ "დინამო ზაგრებსა" და რუსულ "კრასნოდარს" სურთ. გარდა ამისა, ირაკლის სანაცვლოდ 600 ათას ევროს იხდის "ტრაბზონსპორი".  როგორც ცნობილია, თავდაპირველად აჭარული კლუბი აზაროვს 1,2 მილიონ ევროდ აფასებდა, თუმცა ახლა "დინამო ბათუმი" მზადაა, ფეხბურთელი 1 მილიონად გაყიდოს. ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმში" "დინამო თბილისიდან" გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი გია გეგუჩაძის გუნდის წამყვანი მოთამაშე გახდა. აზაროვს უკვე ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ვილი სანიოლმა კი ის სექტემბრის თამაშებისთვისაც გამოიძახა.

სხვა სტატიები