Belive

ირლანდიელი ფეხბურთელი: "ქართველები ძალიან ტექნიკურები არიან"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიას დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ირლანდიელთა მე-19 ნომერმა, კონორ ჰურიჰეინმა, განვლილი მატჩი შეაფასა. "რთული საღამო გამოდგა. უნდა ვაღიარო, რომ მინდორი კარგ მდგომარეობაში არ იყო. ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, თუმცა, ჯგუფში კვლავ დაუმარცხებლები ვართ და ეს ნამდვილად პოზიტივია. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი ტექნიკურად ძლიერები არიან და ბურთის შენარჩუნებაც შეუძლიათ. ბურთის კონტროლის მიუხედავად, ქართველები მომენტებს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ შორიდან ურტყამდნენ. თითქოს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ. ბურთს მივიღებდით თუ არა, მისი დაკარგვა გვიწევდა," - თქვა ჰურიჰეინმა.

სხვა სტატიები