Belive

"ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გაგვეშვა" - როი კინმა მანჩესტერის ფეხბურთელები გააკრიტიკა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ისტორიულ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ორივე შეხვედრაში გაანადგურა. "ოცნებების თეატრში" შერცხვენილი (0:5) "მანჩესტერ იუნაიტედი" რეპუტაციის აღდგენას "ენფილდზე" გეგმავდა, თუმცა მოვლენები კვლავ კატასტროფულად განვითარდა და რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ორ შეხვედრაში გაშვებული 9 გოლის საპირწონედ, "წითელმა ეშმაკებმა" განსაკუთრებული ვერაფერი შექმნეს. უსუსური შეტევა და დაცვაში უსახური თამაში - ეს ნამდვილად არ არის ის, რითის ლეგენდარული როი კინი იამაყებს. კატასტროფული პერფორმანსის ფონზე, კინის პასუხმაც არ დააყოვნა - ირლანდიელმა "წითელი ეშმაკების" 3 ფეხბურთელი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუნდში ნიჭი, მებრძოლი სული და ენერგია აღარ არსებობს.

"ეს გუნდი ნიჭის ნაკლებობას განიცდის - ისინი არ არიან ისეთი ნიჭიერები, როგორიც თავი ჰგონიათ. გუნდში არ არსებობს მებრძოლი სული და ენერგია. "მანჩესტერ იუნაიტედის" გადასარჩენად, მოედანზე ჯესი ლინგარდი შემოვიდა. ლინგარდს გუნდი ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა - ის არ არის საკმარისად კარგი იმისათვის, რომ ჩვენთან თამაშობდეს". "რაშფორდი პატარა ბავშვივით თამაშობდა. შეიძლება ითქვას, რომ პარტნიორები მას მხარს ვერ უბავდნენ, თუმცა პირველ ტაიმში 2 კარგი მომენტი შეუქმნეს - ყველას გვეგონა, რომ გოლს ვიხილავდით, მაგრამ ბურთი უსახურად მიიღო და მარტივად დამარცხდა. მატჩის წინ ჰარი მაგუაირი გამხნევებას ვცდილობდით. გაშვებული ბოლო გოლი, მისი პასები და დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს - ეს ყველაფერი მიუღებელია. მაგუაირი ასევე არ არის საკმარისად კარგი იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყოს. გუნდის განახლებაზე უნდა ვიზრუნოთ. გუნდში უნდა მოვიყვანოთ, მონდომებული, პროფესიონალი და ნიჭიერი ფეხბურთელები. "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-5 თუ მე-6 ადგილზე იმყოფება - დაუჯერებელია".
 

სხვა სტატიები