Belive

"ის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა" - ნასერ ალ ხელაიფი ბელინგემზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა თავი საგოლო გადაცემით გამოჩინა. გარდა ამისა, ის მოედანზე გამორჩეული მოთამაშე იყო და გუნდისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო. ახალგაზრდა ინგლისელის კარგი თამაში "პსჟ-ს" მფლობელს ნასერ ალ ხელაიფს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

"საოცარი მოთამაშეა. მსოფლიო ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის მშვიდი და თავდაჯერებულია. მისი დამატება ყველას სურს. "დორტმუნდს" პატივს ვცემ. ასე რომ, თუ ვინმეს ბელინგემის დამატება სურს მათ უნდა ესაუბროს." - განაცხადა ალ ხელაიფმა SkySport-თან საუბრისას.

სხვა სტატიები