Belive

"ის ყველაზე დიდი საჩუქარია" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე 4 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა "გენტის" 21-წლამდე გუნდში ითამაშა. "მუსკრონთან" 9:2 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ მოედანზე 45 წუთი გაატარა, რა დროშიც პენალტი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ბელგიურმა გამოცემამ voetbalprimeur 21 წლის ნახევარმცველის კიდევ ერთი დაბრუნების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
"წელს ბელგიის ახალგაზრდული ჩემპიონატი არ გაიმართება, რის გამოც "გენტი" ამხანაგურ თამაშებს ატარებს. ორშაბათს "გენტი" "მუსკრონს" დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა. "გენტმა" აღნიშნული შეხვედრისთვის მთავარი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. მათგან ყველაზე გამოსარჩევი საჩუქარი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა. ქართველმა მოახერხა გოლის გატანა და ასისტის გაკეთება. "გენტში" აუცილებლად იმედოვნებენ, რომ ეს ჩაკვეტაძის დიდ დაბრუნებას ხელს შეუწყობს. ქართველი წლების განმავლობაში დიდ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ტრამვებისგან გათავისუფლება მან ვერ მოახერხა. გიორგიმ ამ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა," - წერს voetbalprimeur.be.

სხვა სტატიები