Belive

"ის შეიძლებოდა ჩელსის ლეგენდა გამხდარიყო" - ჯონ ტერიმ მისი აზრით უნიჭიერესი ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ოდესმე უნახავს. "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თქვა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ოდესმე უნახავს, ჯონ უოლასტონი იყო, რომელიც "არისტოკრატების" აკადემიის აღზრდილი გახლდათ და რომელმაც თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. არადა, ტერის თავისი მრავალწლიანი ლონდონური კარიერის განმავლობაში, არაერთი სუპერვარსკვლავის გვერდით უთამაშია, უოლასტონის სახელი კი ფეხბურთის გულშემატკივართა ფართო მასისთვის უცნობია.
1990-იანი წლების ბოლოს, ნახევარმცველს რუდ გულიტის გაწვრთნილ მთავარ გუნდში გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ტერიმ განმარტა, რომ ის აკადემიასა და პირველ გუნდს შორის არსებული უფსკრული გადასალახავად იბრძოდა. კითხვაზე, ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც ვერ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები "ლურჯებში", ტერიმ უპასუხა: "ალბათ ბიჭი, რომელსაც "ჩელსიში" რობ უოლასტონს ეძახდნენ.  მას მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები ჰქონდა და ნახევარმცველ-ვინგერს ჰგავდა. მან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში აირჩია, მართლაც ახალგაზრდულ ასაკში, 17 ან 18 წლის იქნებოდა, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები და გულიტმა უთხრა, რომ იგი თასის მატჩში მისთვის შანსის მიცემას ელოდა.  შემდეგ რობმა მწვრთნელს თამაშის დღეს დაურეკა და თქვა, რომ ის ავად იყო. ყველა ჩვენგანი, ავად რომ ვყოფილიყავით ან ისე გვეგრძნო თავი, როგორც სამყაროს დასასრულს, ჩვენ მაინც წავიდოდით და ვითამაშებდით მატჩს, ამ შესაძლებლობას არ გავანიავებდით. მან ეს რეალურად ორჯერ ან სამჯერ გააკეთა და ის უბრალოდ არ იყო ფსიქოლოგიურად მზად თამაშისთვის, მაგრამ უნარ-ჩვევები, წარმოუდგენელი ჰქონდა და შეიძლებოდა "ჩელსის" ლეგენდა გამხდარიყო. მასთან ახლაც ვურთიერთობ, მაგრამ ვიტყვი, რომ ფსიქოლოგიურად იგი მთავარ გუნდში სათამაშოდ მზად არ იყო". 
Terry with former centre back partner Marcel Desailly. (Image Credit: PA)
40 წლის ინგლისელმა ადრეული წლების ის პერიოდიც გაიხსენა, როცა მისი საკლუბო კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გაგრძელებულიყო.
"რეალურად, მხოლოდ ორი კლუბი ცდილობდა ჩემს გადაბირებას: "ჰადერსფილდ თაუნი" და "მანჩესტერ სიტი". მაშინ "ჰადერსფილდის" მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი იყო, რომელსაც ჩემი გადაბირების განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა. "ჩელსიმ" ოფიციალური შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯანლუკა ვიალმა ისინი უარით გაისტუმრა. მე მისი მადლობელი ვარ, რადგან მთავარ გუნდში ჩემი დებიუტი სწორედ მისი დამსახურებით შედგა. რაც შეეხება "სიტის" მათ ჩემი გადაყვანა 2009 წელს სცადეს და "ჩელსის" წინადადებითაც მიმართეს. მე ვიჯექი მეპატრონესთან პირისპირ და ვუთხარი: მინდა "ჩელსიდან" არასდროს წავიდე, ეს ფაქტია, მაგრამ თუ ჩემი გაყიდვა გინდა, მაშინ ეს სხვა ამბავია, ამ შემთხვევაში აშკარად არ მსურს დარჩენა. იცოდეთ, რომ არასდროს მსურს ამ საფეხბურთო კლუბის დატოვება. ამის შემდეგ, მე ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, ჩვენ ხელი ჩამოვართვით და ახალ ხელშეკრულებაზე შევთანხმდით და მე კიდევ ხუთი, ექვსი წლის განმავლობაში "ჩელსიში" ვთამაშობდი", - იხსენებს ჯონ ტერი.
ჯონ ტერიმ "ჩელსის" სტრუქტურაში 22 წელი გაატარა და მთავარ გუნდში ჩატარებულ 712 შეხვედრაში 66 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა, მან "არისტოკრატებთან" ერთად 17 ტიტული მოიგო, მათ შორის ხუთჯერ პრემიერ ლიგა და 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგა.
Image Credit: PA

სხვა სტატიები