Belive

"ისედაც ყველამ ვიცით, ვინ არის საუკეთესო" - ბარსელონა France Football-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონა" France Football-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წელს ოქროს ბურთი არ გათამაშდება. კატალონიური გრანდის Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ლიონელ მესის ექვს ოქროს ბურთთან გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით: "გასაგებია. ისედაც ყველამ ვიცით, თუ ვინ არის საუკეთესო".

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატები "ბლაუგრანას" კაპიტანთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და კევინ დე ბრუინი იყვნენ. 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 42 მატჩში 30 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდა.

სხვა სტატიები