Belive

ისევ ლა ლიგიდან - სიტი დაცვის გაძლიერებას აპირებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" "სევილიას" მცველის, დიეგო კარლოსის შეძენითაა დაინტერესებული. AS-ის თანახმად, ინგლისური კლუბი ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში განიხილავს. თავისმხრივ, ანდალუსიურ კლუბს ძლიერი კომპენსაცია სჭირდება და ბრაზილიელ ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს. 27 წლის ფეხბურთელი ასევე "ლივერპულის", "ბაიერნისა" და "ბარსელონას" ინტერესების სფეროშია მოქცეული. კარლოსი ლა ლიგაში 1 წლის წინ, "ნანტიდან" გადავიდა და 41 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს.

სხვა სტატიები