Belive

ისევ ტრავმა? - ბეილი თავს ცუდად გრძნობს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წყაროს ცნობით, უელსელ ფეხბურთელს, რომელიც ლა ლიგის განახლებიდან პირველსავე ტურში 61-ე წუთზე შეცვალეს, ფეხის კუნთი აწუხებს. 29-ე ტურში, "ვალენსიასთან" გასამართ დაპირისპირებაში მისი თამაში სათუოა. "ეიბართან" მოგებული შეხვედრა (3:1)  ბეილისთვის "სამეფო კლუბის" მაისურით 250-ე იყო. ამ დროში მან 105 გოლის გატანა და 68 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბეილი "რეალს" 2013 წელს, "ტოტენჰემიდან", იმ დროისთვის სარეკორდო თანხა - 100 მილიონ ევროდ შეუერთდა, მისი კონტრაქტი კი ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა.

სხვა სტატიები