Belive

ისინი "დიდების დარბაზში" უნდა იყვნენ - ანრიმ საკუთარი ექვსეული დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს. ანრიმ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონის "არსენალის" რიგებში გაატარა, ასევე კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და პარალელურად, "SkySports"-ის ანალიტიკოსიც იყო, რაც მას საკმაო კომპეტენციას სძენს იმისათვის, რომ აღნიშნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ ისაუბროს.

ერიკ კანტონა



დენის ბერგკამპი


60926af511d74

პატრიკ ვიეირა



როი კინი



პოლ სქოულზი



ფრენკ ლამპარდი



"კანტონა, ბერგკამპი, ლამპარდი, ვიეირა, სქოულზი და კინი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთაც შეეძლოთ, რომ მოედანზე ყველაფერს მათ ირგვლივ ეტრიალა. თითოეული მათგანი იყო ნამდვილი შემოქმედი და ვფიქრობ მათი ადგილი "დიდების დარბაზშია" (Hall of fame)", - აცხადებს ტიერი ანრი. შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრის "არსენალის" რიგებში 376 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 228 გოლის გატანასთან ერთად 104 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, ხოლო რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ფრანგმა ფეხბურთელმა "მეთოფეებთან" ერთად ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგება ორჯერ იზეიმა.

სხვა სტატიები