Belive

ისკო 30 წლის გახდა | გავიხსენოთ ესპანელის საუკეთესო მომენტები

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისკო 30-იანელთა კლუბში გაწევრიანდა. უდავო ფაქტია, რომ ესპანელი იმ ფეხბურთელებთა სიაში შედის, რომელიც კარიერის განმავლობაში, ესთეტიკურ, ცოტა მოძველებულ, რეტრო ფეხბურთს თამაშობდა და საუკეთესო ფორმაში ყოფნისას, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარს აღაფრთოვანებდა. "ისკომ დახატაო" - რამდენჯერ უთქვამს თქვენთვის მეგობარს? ბურთს საოცრად ფლობდა, იდეალური კოორდინაცია ჰქონდა, პასის დროული გაცემაც ეხეხებოდა და ხანდახან, შორეული დარტყმებითაც გამოჩენდა ხოლმე თავს. თუმცა ფაქტია, რომ ისკომ შესაძლებლობების რეალიზება ბოლომდე ვერ შეძლო. წლების განმავლობაში, "რეალში" იგი უდიდესი კონკურენციის პირობებში თამაშობდა. ძირითად შემადგენლობაში ადგილზე მას მოდრიჩი, კროოსი, ხამეს როდრიგესი ეცილებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისკოს მოედანზე ხშირად ვხედავდით, რეგულარულ წევრად იგი არასოდეს განიხილებოდა. მიმდინარე სეზონში, მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ძველი ფორმისგან ძალიან შორს დგას. ესპანეთში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ინდივიდუალურ დონეზე, ისკო "ბარსელონაში" უფრო მეტს მიაღწევდა. თუკი მის სათამაშო სტილს განვიხილავთ, შესაძლოა ეს მართალიც იყოს.

რა დაემართა იმ ისკოს? - YouTube-ზე ამ დასახელების ვიდეოს გადავაწყდით და დიდი სიამოვნებით, თქვენც გაგიზიარებთ

სხვა სტატიები