Belive

ისკომ რეალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანტიაგო სოლარის გაწვრთნილ გუნდში ისკოს სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა, ფორმიდან ამოვარდნილი ესპანელი ნახევარმცველი სოლარის ფავორიტთა შორის ნამდვილად არაა - მიუხედავად ამისა, ისკო "რეალს" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს. ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით ისკომ სასტარტო შემადგენლობაში უკანასკნელად "ბარსელონას" წინააღმდეგ, ხულენ ლოპეტეგის მეთაურობით ითამაშა. 28 ოქტომბრის შემდეგ, ესპანელმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ თასისა და ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად სანტიაგო სოლარის მტკიცებისა, რომ მას ისკოსთან არანირი კონფლიქტი არ აქვს - სიტუაცია საპირისპიროს მეტყველებს. სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, ისკოს შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "იუვენტუსი" და "პსჟ". არაერთი ტოპ კლუბის დაინტერესების მიუხედავად, ისკო "რეალის" დატოვებას არ ფიქრობს. "ნამდვილად არ მსურს "რეალის" დატოვება, განსაკუთრებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. მადრიდში ბედნიერი ვარ, ჩემი მიზანი კი "რეალის" რიგებში ტიტულების მოპოვებაა", - აღნიშნა ისკომ.

სხვა სტატიები