Belive

ისკოს იტალიური გრანდი ეპატიჟება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, ტურინის "იუვენტუსს" ესპანელი გამთამაშებლის, ისკოს შეძენა სურს. მიუხედავად იმისა, რომ ისკო "რეალში" უმეტესად სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, მან გუნდში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის წოდება წლების განმავლობაში ვერ მიიღო. "რეალში" სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ, ისკომ ძირითადში ადგილი საერთოდ დაკარგა და როგორც ესპანური მედია წერს, მას სოლარისთან კარგი ურთიერთობა არც აკავშირებს. თავის მხრივ, ტურინელებს ნახევარდაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერება და ესპანელი შემტევი ნახევარმცველის დამატება ძალიან სურთ. თუმცა სავარაუდოდ, ტურინელებს მეგატრანსფერისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ - 26 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე იხილეთ: ისკოს შესანიშნავი ჯარიმა რომას კარში 

სხვა სტატიები