Belive

ისლანდიამ საფეხბურთო იდენტობის ლოგო წარადგინა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისლანდიის ეროვნული ნაკრები FIFA-ს წევრი 1946 წელს გახდა - ატლანტის ოკეანეში არსებულმა კუნძულოვანმა ქვეყანამ პირველ დიდ წარმატებას დიდი ხნის შემდეგ, 2016 წელს მიაღია, როდესაც ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა. ისლანდიელებმა ევრო 2016-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს: გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ინგლისის დამარცხება შეძლო, ანგარიშით 1:2. მათი შეჩერება ტურნირის გამარჯვებულმა, საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო (5:2). ისლანდიამ, რომლის მოსახლებაც სულ რაღაც 364,134 ადამიანს ითვლის, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაც მოახერხა, თუმცა ამჯერად, კუნძულელებმა წარმატებით ვერ იასპარეზეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ისლანდია ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელმაც ტურნირის ბოლო ეტაპზე შეძლო თამაში. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს - ისლანდიელებმა ფეხბურთის თამაში ოფიციალურად 1981 წელს დაიწყეს და ამჟამად, FIFA-ს რეიტინგში, მსოფლიოში მე-19 პოზიციას იკავებენ. ისლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ გუნდის იდენტობის ამსახველი ვიდეო და ლოგო დაამზადა, რომელიც გუნდის ისტორიას, მის მერძოლ სულსა და ხასიათს გამოხატავს.

იხილეთ ვიდეო