Belive

ისტორია გრძელდება - კრიშტიანუმ ბრაიტონთან დიდებული შედეგი დააფიქსირა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის პრემიერ ლიგის გადადებულ, მე-18 ტურის მატჩში "ბრაიტონის" წინააღმდეგ (2:0) გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს 2022 წელს პირველი გოლი იყო, რაც მას ისტორიული შედეგის გაგრძელებაში დაეხმარა - 37 წლის ფეხბურთელს უკვე ზედიზედ 21 წელია პროფესიონალურ დონეზე გოლი გააქვს. 2002 წელს, 5 ოქროს ბურთის, ამდენივე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონობის მფლობელმა ფეხბურთელმა ლისაბონის "სპორტინგის" მაისურით პირველი გოლის გატანა შეძლო და მას შემდეგ, ამის გაკეთებას ყოველწლიურად ახერხებს. კარიერის განმავლობაში, მადრიდის "რეალის" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს 804 გოლი აქვს გატანილი და 271 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები