Belive

ისტორიაში 35-ედ - რეალი ლა ლიგის ჩემპიონია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 34-ე ტურში ,,რეალმა'' ,,ესპანიოლს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში გოლები როდრიგომ (დუბლი), ასენსიომ და ბენზემამ გაიტანეს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ,,სამეფო გუნდი'' მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 14 ქულით უსწრებს. შედეგად, მადრიდელებმა ლა ლიგის ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმეს. ,,რეალი'' ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 35-ედ გახდა, რაც ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ მეორე ადგილს ,,ბარსელონა'' (26) იკავებს.


სხვა სტატიები