Belive

ისტორიაში მეჩვიდმეტედ: დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია! სამწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისელებმა ტიტულის მოგება მოახერხეს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეჩვიდმეტედ, უშუალოდ ეროვნული ლიგის 10-გუნდიანი გათამაშება კი პირველად, საშინაო არენაზე "ვიტ ჯორჯიას" 2:0 დამარცხების შემდეგ მოიპოვა. სეზონის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრაში, "დინამო არენაზე", მასპინძლებმა საჩემპიონო გოლი 36-ე წუთზე გაიტანეს - გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა ლევან კუტალიამ აკაკი შულაიას პასით "ვეტერინარებს" შეუგდო. მეორე გოლი "დინამომ" 85-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსული ორი ფეხბურთელის მეშვეობით გაიტანა - ნინუას გადაცემის შემდეგ, მეტოქის პირისირ ზარია აღმოჩნდა, რომელმაც დაფეს თავისუფალ სიტუაციაში უპასა და 2:0. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ჩემპიონობის მეორე პრედენტენტი ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" 2:1 დამარცხდა და მეტოქეს 5 ქულით გასწრების შესაძლებლობა მისცა. ამრიგად, 23 მოგებითა და 6 ფრით "დინამო თბილისმა" 75 ქულა მოაგროვა და ისტორიაში მეჩვიდმეტე ჩემპიონობა 5-ქულიანი ჰანდიკაპით გაიფორმა. რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ ლევან კუტალიამ საუკეთესოს წოდება 20 გოლით, ერთპიროვნულად მოიპოვა.

სხვა სტატიები