ისტორიაში პირველად | 2022 წლის მუნდიალს ქალი არბიტრები განსჯიან

ფიფამ გამოაქვეყნა სია იმ 36 მსაჯისა და 69 ასისტენტისა, რომლებიც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს განსჯიან.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, არბიტრთა რიგებში სამი ადგილი ქალებს ერგოთ. ცნობილია, რომ 2022 წლის მუნდიალზე მთავარ მსაჯებად: სტეფანი ფრაპარი, (ჩემპიონთა ლიგისა და ევროს საკვალიფიკაციო ეტაპების გამოცდილება) სალიმა მუკანსანგა, (აფრიკის თასი) და იოშიმი იამაშიტა (აზიის ჩემპიონთა ლიგა) იმუშავებენ.

გარდა ამისა, მსაჯებს დახმარებას ნეუსა ბეკი (ბრაზილია), კეტრინ ნესბიტი (აშშ) და კარენ მედინა (მექსიკა) გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით გაიმართება და ის 23 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

ისტორიაში პირველად | 2022 წლის მუნდიალს ქალი არბიტრები განსჯიან

სტატიის ავტორი
-