Belive

ისტორიაში პირველად - ჩელსი ლივერპულის დაპირისპირებას ქალი არბიტრი განსჯის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
14 აგვისტოს, სტამბოლში UEFA-ს სუპერთასის ფინალში "ჩელსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მამაკაცთა შორის, UEFA-ს ეგიდით ჩატარებული ტურნირების ისტორიაში პირველად - სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება. სტეფანი ფრაპა გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელიც UEFA-ს სუპერთასის ფინალს განსჯის. მისი ასისტენტები კი მანუელა ნიკოლოსი და მიშელ ო'ნილი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ სტეფანი ფრაპასთვის ეს არ არის პირველი ფინალი რომელსაც განსჯის. 2019 წლის ზაფხულში, ფრანგმა ქალმა არბიტრმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი განსაჯა. UEFA-ს სუპერთასის ფინალში ქალი არბიტრის დანიშვნას დადებითად აფასებს ალექსანრდ ჩეფერინი. UEFA-ს პრეზიდენტის მტკიცებით, მამაკაცთა ფეხბურთში ქალი არბიტრების ჩართულობა მისასალმებელია.

სხვა სტატიები