Belive

ისტორიაში პირველად - გიბრალტარის გუნდი ევროტურნირებზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს კონფერენს ლიგაზე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - ისტორიაში პირველად გიბრალტარის გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში "ლინკოლნმა" შინ ლატვიური "რიგა" 120-წუთიან ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში მასპინძლებმა 4:2 მოიგეს და გიბრალტარის ისტორია დაწერეს. კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე "ლინკოლნმა" ჩემპიონთა ლიგაზე ლუქსემბურგის "ფოლა" 7:2 დაამარცხა, შემდეგ კი "კლუჟთან" დამარცხდა. გიბრალტარის ჩემპიონმა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც ვლადიმირ ვაისის "სლოვანთან" წააგო. საბოლოოდ, "ლინკოლნმა" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა და ისტორიულ წარმატებასაც მიაღწია.