Belive

ისტორიაში პირველად - ფინეთი ევროპის ჩემპიონატზეა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისტორიაში პირველად - ფინეთის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ევროშესარჩევის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, ფინელებმა შინ ლიხტენშტეინს 3:0 მოუგეს. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეგოლე ტიმუ პუკიმ. ამ მოგებით ფინეთის ნაკრებმა 18 ქულა მოაგროვა და J ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. ფინეთი მხოლოდ იტალიას ჩამორჩა და ისეთ ნაკრებებს აჯობა, როგორებიც საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, სომხეთი და ბოსნია არიან.

სხვა სტატიები