Belive

ისტორიაში პირველად - შახტარის თერთმეტივე ფეხბურთელი უკრაინელი იყო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

5 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურში, მადრიდის "რეალმა" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ამ მატჩში საინტერესო და "ისტორიული" ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში თერთმეტივე ფეხბურთელი უკრაინელი იყო, ასეთი ფაქტი კი უკრაინული კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე უკრაინული კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 2 ლეგიონერი ირიცხება. ხორვატი ნახევარმცველი - ნევედ ჯურასეკი და ბურკინა ფასოელი - ლასინა ტრაორე.

წინა სეზონში კი დონეცკელთა შემადგენლობაში 8 ბრაზილიელი ირიცხებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინული კლუბი ყველა ლეგიონერმა დატოვა.

სხვა სტატიები